ოქრიაშვილმა კობიაშვილის და დემეტრაძის შედეგი გაიმეორა და ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა

თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილზე გადავიდა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული გუნდის მეათე ნომერმა სომხეთის ნაკრების კარი აიღო.

“ანორთოსისის” 28 წლის შემტევი მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა და 13 წუთში, ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ, საქართველოს ნაკრების დაწინაურება მოახერხა.

ოქრიაშვილისთვის ეს ეროვნულ გუნდში მე-12 გოლი იყო, რა მაჩვენებლითაც ის ლევან კობიაშვილს და გიორგი დემეტრაძეს გაუთანაბრდა, მასზე მეტი მხოლოდ ალექსანდრე იაშვილს (15), თემურ ქეცბაიას (17) და შოთა არველაძეს (26) აქვთ.

მთლიანობაში, ოქრიაშვილს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს – როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე მას ბოლო 9 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ოქრიაშვილმა კობიაშვილის და დემეტრაძის შედეგი გაიმეორა და ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა

სტატიის ავტორი
-