საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა. ლისაბონში გამართულ UEFA-ს რიგით 47-ე ყრილობაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი 40 ხმით იმ 7 კანდიდატს შორის მოხვდა, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს დააკომპლექტებს. აღნიშნულ თანამდებობაზე, წევრები 4 წლის ვადით აირჩიეს. ქართველი მენეჯერი უეფას აღმასრულებელ კომიტეტში ალბანელ, დანიელ, ჩეხ, ესპანელ, ფრანგ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად […]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი კიდევ 4 წლით უხელმძღვანელებს
დღეს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2015 წელს დაინიშნა, 2019 წელს კი ის პრეზიდენტი მეორე ვადით […]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ლევან კობიაშვილი დარეგისტრირდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის […]
გიორგი მამარდაშვილი საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. ყოველწლიური ტრადიციული დაჯილდოება, რომელიც გაზეთ “სარბიელის” თაოსნობით ტარდება და რომელშიც ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას, ამჯერად 75 ჟურნალისტის გამოკითხვით შედგა და საბოლოო ჯამში, სამეული შემდეგნაირად დაკომპლექტდა: | ადგილი: გიორგი მამარდაშვილი – 163 ქულა || ადგილი: ხვიჩა კვარაცხელია – 153 ქულა ||| ადგილი: საბა ლობჟანიძე – […]
UEFA-მ რუსულ კლუბებში მყოფ ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე ხელშეკრულების კიდევ ერთხელ, ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა. “მივესალმები ფიფა-ს დღევანდელ განცხადებას. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფიფამ გაახანგრძლივა გადაწყვეტილება და ფეხბურთელებს რუსულ კლუბებთან კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე შეჩერების შესაძლებლობა მისცა. სურვილის შემთხვევაში, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელსა […]
15 ივნისს, ხაშურში, საქართველოს რეგიონალური ლიგის შეხვედრაში ხაშურის “ივერიამ” განახლებულ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ “გლდანს” უმასპინძლა. მატჩის მსვლელობისას, არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მოედანზე მომხდარ შელაპარაკებაში გულშემატკივარი ჩაერთო და ტრიბუნიდან სათამაშო მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ დიდ არეულობაში გადაიზარდა. მომხდარ ინციდენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა და დაანნონსა, რომ მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. “ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ რაზგრადში, “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. 🔥 და აი ისიც – #მატჩისდღე 🇬🇪 ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას სტუმრად ბულგარეთში ვითამაშებთ ! 📺 22:45, პირდაპირი რეპორტაჟი – 1 არხი #მევარსაქართველო საინტერესოა, რაზე საუბრობს ბულგარული მედია მატჩის წინ, […]
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებში განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ, პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტის ეთერში, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. “იყო მოთხოვნა, შეგვექმნა რაღაც ახალი, ახალი სეზონი სიახლით დაგვეწყო. ამისთვის ახლა მზად ვართ. გვჭირდებოდა ახალი იდეოლოგია, ფილოსოფია, დაგვენახა, საიდან მოვდივართ, როგორი წარსული გვაქვს, და რა გვინდა. მეც ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს განხორციელდა. ეს არ არის უბრალო ლოგო. მას […]
ზუსტად 11 წლის წინ: საქართველოს ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა | VIDEO
ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში […]
ლევან კობიაშვილი: “პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც “გაზპრომის” სახელი ეწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს და საინტერესო ისტორიას იხსენებს. “2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში შალკე 04-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის “გაზპრომის” სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს […]
მაკრონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“ 💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა გარკვეული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, თუ რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება“. ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია