პაოლო როსი გარდაიცვალა

64 წლის ასაკში, იტალიელი ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, დაავადებასთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა.

პაოლო როსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია  RAI Sport-მა გაავრცელა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა.

“იუვენტუსისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ტრიუმფში ლომის წვლილ შეიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, როსიმ ნახევარფინალში პოლონეთს ორი გოლი გაუტანა – იტალიელმა ლეგენდამ ფინალურ დაპირისპირებაში დასავლეთ გერმანიის კარიც აიღო.

1982 წელს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პარალელურად, როსი ოქროს ბურთისა და ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა და ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც სამი უმნიშვნელოვანესი ჯილდო ზედიზედ მოიპოვა. პაოლო როსის აღნიშნული მიღწევა, 20 წლის შემდეგ ლეგენდარულმა რონალდომ გაიმეორა.

პაოლო როსი გარდაიცვალა 1

პაოლო როსი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-