პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი მოჰამედ სალაჰს შეხვდა

Sports Zone-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მაროკოში “ლივერპულის” ფორვარდს მოჰამედ სალაჰს შეხვდა.

როგორც ჩანს პარიზული კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აპირებს. “პსჟ-ს” თითქმის ყველაფერი დასრულებული აქვს უგარტესთან და ასენსიოსთან. პარიზელები ასევე ბერნარდუ სილვას დამატებასაც ცდილობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნასერ ალ-ხელაიფი მესის შემცვლელად სწორედ სალაჰს მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ პარიზული კლუბის პრეზიდენტსა და ეგვიპტელ შემტევს კონტაქტი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აქვს.

https://twitter.com/Philipmelo126/status/1669316783780556800

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი მოჰამედ სალაჰს შეხვდა

სტატიის ავტორი
-