პეპ გვარდიოლა: ძლიერ დაცვას ველოდით, თუმცა ატლეტიკომ ბოლოს 5-5-0 სისტემით ითამაშა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, მადრიდის “ატლეტიკოს” მინიმალური სხვაობით დამარცხების (1:0) შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

“თანაბარი, რთული მატჩი გამოვიდა. “ატლეტიკომ” იცის დაცვა და კონტრშეტევებზე სახიფათოდ თამაში – ეს ძალიან რთული იყო ჩვენთვის.

მნიშვნელოვანია მოთმინება. ამას ველოდით, მაგრამ მოგვიანებით 5-5-0 სქემით დაიწყეს თამაში –  თავდამსხმელების გარეშე.

როცა ასეთი დაცვის წინაშე თამაშობ შესაძლოა გოლის გასატანად 100 წელი დაგჭირდეს, თუმცა მნიშვნელოვანია მოთმინება და მუშაობის გაგრძელება. საპასუხო შეხვედრა ასეთი ტიპის იქნება – პირველ გოლამდე”, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ამ წყვილის საპასუხო შეხვედრა მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე“, 13 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

პეპ გვარდიოლა: ძლიერ დაცვას ველოდით, თუმცა ატლეტიკომ ბოლოს 5-5-0 სისტემით ითამაშა”

სტატიის ავტორი
-