პეპს ბარსელონას ფეხბურთელი სურს, სიტის აგენტები საქმეში ჩაერთვნენ  

პეპ გვარდიოლას ყოფილი კლუბიდან ფეხბურთელის გადაბირება სურს. ესპანელი სპეციალისტი “ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევით უსმან დემბელეთი დაინტერესდა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, პეპის ინტერესი საკმაოდ დიდია და “ქალაქელთა” წარმომადგენლები ფრანგი ფეხბურთელის აგენტებს უკვე შეხვდნენ.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამატება “პსჟ-ს” სურს. პარიზული მხარე სულ მცირე 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

22 წლის ფეხბურთელი “ბარსაში” 2017 წლის ზაფხულში, “დორტმუნდიდან” გადავიდა და გამუდმებული ტრავმიანობის გამო შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა ვერ მოახერხა.

ამ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე “ბლაუგრანას” შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

პეპს ბარსელონას ფეხბურთელი სურს, სიტის აგენტები საქმეში ჩაერთვნენ  

სტატიის ავტორი
-