ფაბრიციო რომანო – დემბელე ბარსელონას ტოვებს

ოსმან დემბელე “ბარსელონას” 31 იანვრამდე დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, ფრანგი ფორვარდი კატალონიურ გრანდს უახლოეს დღეებში დატოვებს.

ფაბრიციო რომანო “ბლაუგრანას” დირექტორის – მატეუ ალემანის სიტყვებს ციტირებს. ალემანის მტკიცებით, დემბელე კატალონიურ გრანდში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს.

“ნათელია, რომ ოსმან დემბელეს “ბარსელონას” დატოვება სურს. დემბელე “ბარსელონაში” საკუთარ თავს ვერ ხედავს – მას არ უნდა, რომ ჩვენი პროექტის ნაწილი იყოს. უკვე ვუთხარით, რომ კლუბი დაუყოვნებლივ დატოვოს. ვვარაუდობ, რომ დემბელე 31 იანვრამდე დაგვტოვებს”, – აღნიშნავს მატეუ ალემანი.

დემბელე “ბარსელონას” 2017 წელს, €105 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა. ფრანგ ფეხბურთელში გადახდილი სოლიდური თანხის მიუხედავად, დემბელემ “ბლაუგრანას” მესვეურების იმედები ვერ გაამართლა. “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 87 შეხვედრაში, დემბელემ მხოლოდ 18 გოლის გატანა შეძლო.

ფაბრიციო რომანო – დემბელე ბარსელონას ტოვებს

სტატიის ავტორი
-