,,ფეხბურთელი დავინახე და შურის გამო დავარტყი” – თავდამსხმელმა პაბლო მარი მიზანმიმართულად დაჭრა

ხუთშაბათს, მილანის სუპერმარკეტში, დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი დაჭრა, რომელთა შორის ერთ-ერთი ,,მონცას” ფეხბურთელი, პაბლო მარი იყო. დაჭრილებიდან ერთი ადამიანი მალევე გარდაიცვალა.

დამნაშავე ანდრეა ტომბოლინია, რომელიც ფსიქიატრიული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის დარწმუნებულია, რომ სიმსივნე აქვს და მალე მოკვდება, მიუხედავად იმისა, რომ ამის სამედიცინო დასკვნა არ არსებობს.

თავდაპირველად, იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ დაჭრილთა შორის პაბლო მარი შემთხვევით მოხვდა, თუმცა როგორც 46 წლის მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, მან ფეხბურთელს ჭრილობა მიზანმიმართულად მიაყენა, რადგან იცნო და მისი შეშურდა. ტომბოლინის თქმით, მას მარი ,,მილანის” მოთამაშე ეგონა:

,,კლიენტებს შორის ,,მილანის” ფეხბურთელი დავინახე. შემშურდა, რადგან ის კარგად იყო, მე კი არა… ამიტომ მას დანა დავარტყი. შემეძლო, გავჩერებულიყავი, მაგრამ, არ ვიცი, რა დამემართა და სხვა ადამიანებსაც მივაყენე ჭრილობები.”

პაბლო მარის ზურგის კუნთების აღდგენის მიზნით ოპერაცია ჩაუტარდა და, სავარაუდოდ, თამაშს 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

,,ფეხბურთელი დავინახე და შურის გამო დავარტყი” – თავდამსხმელმა პაბლო მარი მიზანმიმართულად დაჭრა

სტატიის ავტორი
-