ფერან ტორესი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” შეუთანხმდა – 55 მილიონ ევროს სანაცვლოდ ფერან ტორესი კარიერას კატალონიელთა რიგებში გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ადასტურებს. როგორც ცნობილია, ესპანელი ვინგერი “ბარსასთან”  5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფერან ტორესს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ბევრი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მან პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

კონტრაქტში ამოქმედებული პუნქტის მიხედვით, ტორესის ტრანსფერიდან 10%-ს “ვალენსია” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ესპანელი “სიტიმდე” სწორედ “ღამურების” წევრი იყო.

როგორც იცით, “ბარსელონას” ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა გაყიდული ფეხბურთელებისა და განთავისუფლებული სახელფასო ჭერის შედეგად, გუნდმა ტრანსფერის განხორციელება მოახერხა.

ფერან ტორესი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-