მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა პირველი კომენტარი გააკეთა. 19 წლის ინგლისელი ნახევარმცველი იმ გარემოების შესახებ საუბრობს, რის შემდეგაც, “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩემპიონთა ლიგის (“რეალი” – “ლივერპული”) ფინალს ვუყურებდი – სწორედ ეს გახდა ძირითადი ფაქტორი, რის გამოც “რეალში” გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუერთდები და ფული არაფერ შუაშია”, – ჯუდ ბელინგემი.
შეგახსენებთ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯუდ ბელინგემმა “რეალთან” 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.