მუნდიალი 2022 | “ფოდენი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია” – უეინ რუნი

მსოფლიო ჩემპიონატის წინ უეინ რუნი ამბობს, რომ ფილ ფოდენი ინგლისის შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თვლის, რომ “სამი ლომის” შემადგენლობაში საუკეთესო არა კეინი, არამედ ფილ ფოდენია.

https://twitter.com/SportBibleNews/status/1591857579742810113

როგორც ის თამაშობს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამტკიცებს იმ აზრს, რომ ფოდენი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეა. მას სახიფათო მომენტების შექმნასთან ერთად, გოლების გატანაც შეუძლია. მართალია, ნაკრებში საკუთარი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუვლენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას აქვს ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება. ტექნიკური მონაცემებითა და შესაძლებლობებით ფოდენი ინგლისის შემადგენლობაში საუკეთესოა.”

რუნიმ ზოგადად “სამი ლომის” მდგომარეობაზეც ისაუბრა და თვლის, რომ საუთგეიტს სკამზე კარგი ვარიანტები აქვს:

“ჯეკ გრილიშისა და ჯეიმს მედისონის შეცვლაზე ყოფნა ძალიან კარგია. ორივეს შეუძლია თამაშში მრავალფეროვნების შეტანა. გრილიშს, როგროც მარჯვენა ისე, მარცხენა ფლანგზეც შუძლია თამაში. ასე რომ, გარეთს სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე კარგი ვარიანი აქვს.”

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში ირანის, აშშ-ს და უელსის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. ბრიტანელები პირველ შეხვედრას ირანის წინააღმდეგ, 21 ნოემბერს გამართავს.

მუნდიალი 2022 | “ფოდენი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელია” – უეინ რუნი

სტატიის ავტორი
-