ფრანგულ მედიაში პარი სენ ჟერმენის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა, შესაძლოა, ,,პსჟ-ში” გააგრძელოს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პორტუგალიელი პარიზული გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

როგორც Le Parisien-ი წერს, ,,პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობას სილვას ტრანსფერით ლეო მესის ჩანაცვლება სურს, რომელიც კლუბს, სავარაუდოდ, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

,,პსჟ-ს” წარმომადგენლები ბერნარდუს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

მიმდინარე სეზონში ბერნარდუ სილვას ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელს ,,ქალაქელებთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ცნობით, მისი სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

ფრანგულ მედიაში პარი სენ ჟერმენის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

სტატიის ავტორი
-