პიერ-ემერიკ ობამეიანგი 4-5 კვირას გამოტოვებს

Athletic-ის ცნობით, გაბონელ ფორვარდს ყბა აქვს მოტეხილი. დიდი ალბათობით, ობამეიანგს ოპერაცია დასჭირდება და ამის გამო, 4-5 კვირა ვეღარ ითამაშებს. პიერ-ემერიკს დაზიანება შეიარაღებულმა მძარცველებმა მიაყენეს, რომლებმაც ფეხბურთელი სცემეს და მისი სახლიდან ძვირფასეულობაც წაიღეს. ბოროტმოქმედებმა თავდამსხმელს სახის არეში რკინის მძიმე საგანი ჩაარტყეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეუღლესაც მიაყენეს.

https://twitter.com/footballdaily/status/1564925573868175361

როგორც ცნობილია, “ჩელსის” ძალიან სურს მისი დამატება და ეს ტრავმა ხელს არ შეუშლის ტრანსფერის განხორციელებას. “ბარსელონაც” თანახმაა, რომ აფრიკელი გაყიდონ, რადგან გუნდში დიდი ფინანსური პრობლემებია. აქედან გამომდინარე, დასავლეთ ლონდონურ კლუბში იჯარით გადასვლა არ არის გამორიცხული.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი 4-5 კვირას გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-