პიკე: “რეალმა ისტორია დაწერა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონა” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება.

კატალონიელთა ცენტრალურ მცველს, ჟერარდ პიკეს აღნიშნულ თამაშამდე ჟურნალისტებმა მადრიდის “რეალის” მიერ მოგებულ 13 ჩემპიონთა ლიგის ტიტულზე ჰკითხეს.

“ვფიქრობ, რომ ამ შედეგით მადრიდელებმა ისტორია დაწერეს. როგორც “რეალმა”, ასევე ჩვენ, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ტიტული მოვიგეთ. რაც შეეხება გაუთავებელ შედარებებს ამ ორ გუნდს შორის, ამ ყველაფერს მედია აკეთებს. “რეალიც” და “ბარსელონაც” ამ ფანტასტიკური მიღწევებით ბედნიერები უნდა იყვნენ და კიდევ უფრო მეტ ტიტულზე კონცენტრირდნენ,” – თქვა პიკემ.

პიკე: “რეალმა ისტორია დაწერა”

სტატიის ავტორი
-