პირველად ისტორიაში – ჩემპიონთა თასის მფლობელის შვილიშვილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ,,ჩელსიმ” ,,მანჩესტერ სიტი” 1:0 დაამარცხა.

,,არისტოკრატთა” შემადგენლობაში ტიტული მოიპოვა მარკოს ალონსომ, რომელმაც უნიკალური ფაქტი დააფიქსირა – პირველად ისტორიაში ჩემპიონთა თასის მფლობელის შვილიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

მარკოს ალონსოს ბაბუამ, მარკიტოს ალონსომ, რომელიც ასევე მცველი იყო, 1956 წლიდან 1960 წლის ჩათვლით, ,,რეალ მადრიდის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა თასზე ზედიზედ 5-ჯერ იმარჯვა.

უფროსი ალონსო 2012 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.



 

პირველად ისტორიაში – ჩემპიონთა თასის მფლობელის შვილიშვილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

სტატიის ავტორი
-