პოჩეტინომ განმარტა, რატომ შეცვალა მესი ლილთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ისაუბრა ლეო მესის მდგომარეობაზე, რომელიც სპეციალისტმა ,,ლილთან” მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მოედნიდან გაიყვანა:

,,სიახლე მესის შესახებ? უნდა დაველოდოთ, შესვენებაზე ექიმებთან ვისაუბრეთ. მისი ცვლილება სიფრთხილით იყო გამოწვეული, მას თამაშის გაგრძელება არ შეეძლო.

იმედი გვაქვს, ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს და მომავალ მატჩში თამაშს შეძლებს,” – განაცხადა პოჩეტინომ.


ფრანგული პრესის ცნობით, მესიმ კუნთზე დისკომფორტი მატჩისწინა ვარჯისზეც იგრძნო, ამიტომ პოჩეტინომ ტრავმის გართულება თავიდან ცვლილებით აირიდა.

ლიგა 1-ის მე-12 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,ლილს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პარიზელებმა გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს.

პოჩეტინომ განმარტა, რატომ შეცვალა მესი ლილთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ

სტატიის ავტორი
-