პოლ პოგბას ბუცები აუქციონზე €30000-ად გაიყიდა

ბუცები, რომლითაც პოლ პოგბა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა, პარიზში გამართულ აუქციონზე €30000-ად გაიყიდა.  “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა თავისი სპორტული ფეხსაცმელი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა, რომელიც გაჭირვებული ოჯახებში მცხოვრებ მოზარდებს ეხმარება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანგი ფეხბურთელი საქველმოქმედო აქციაში ერთვება: მაისური, რომლითაც პოგბამ ევრო 2016-ის მეოთხედფინალში, ისლანდიის ნაკრების წინააღდეგ ითამაშა, €4000-ად გაიყიდა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ თავად პოლ პოგბა პარიზის ღარიბ გარეუბანშია გაზრდილი.

 

 

პოლ პოგბას ბუცები აუქციონზე €30000-ად გაიყიდა

სტატიის ავტორი
-