პრემიერ ლიგამ მე-8 ტურის 3 მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით, მომავალ შაბათ-კვირას, მე-8 ტურის სამი მატჩი გადაიდება.

მათ შორისაა ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონის ,,ჩელსისა” და ,,ლივერპულს” შორის. გარდა ამისა, არ შედგება ,,მანჩსტერ იუნაიტედი” – ,,ლიდსისა” და ,,ბრაიტონი” – ,,კრისტალ პალასის” დაპირისპირებებიც. დანარჩენი 7 მატჩის ჩატარების განრიგი უცვლელია.

დიდი ბრიტანეთი ახლა დედოფლის დაკრძალისთვის ემზადება, პროცესში სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა ჩართული, რის გამოც, რამდენიმე თამაშის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამავე მიზეზით, ,,არსენალსა” და ,,პსვ-ს” შორის ევროპა ლიგის შეხვედრაც გადაიდო, რომელიც ხუთშაბათს უნდა გამართულიყო.

პრემიერ ლიგამ მე-8 ტურის 3 მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის ავტორი
-