პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დე ბრუინე დასახელდა

,,მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე, პრემიერლიგის 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა ჯილდო კარიერაში მეორედ მიიღო.

მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერლიგაში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესოდ გასულ წელს ,,სიტის” კიდევ ერთი ფეხბურთელი – რუბენ დიაში დაასახელეს.

ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში მანჩესტერელები ,,ასტონ ვილას” უმასპინძლებენ. მოგების შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდება.


პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დე ბრუინე დასახელდა

სტატიის ავტორი
-