პსჟ ჰაკიმის კონტრაქტზე შეუთანხმდა

,,ინტერის” მცველმა – აშრაფ ჰაკიმიმ, კარიერა, შესაძლოა, ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელოს. ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. ,,პსჟ” მაროკოელს 5-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს.

,,პარი სენ ჟერმენი” მოლაპარაკებებს უშუალოდ ,,ინტერთანაც” მართავს და შეთანხმება მხარეებს შორის, ფაქტობრივად, მიღწეულია.

გასულ სეზონში ჰაკიმიმ მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. მცველის გადაბირება ,,პსჟ-ის” გარდა, ლონდონის ,,ჩელსისაც” სურს.

პსჟ ჰაკიმის კონტრაქტზე შეუთანხმდა

სტატიის ავტორი
-