პსჟ-ის მომავალი მეტოქის კაპიტანი პარიზული გუნდის ფანკლუბის წევრია

დღეს საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში ,,პარი სენ ჟერმენი” ,,პეი დე კასელს” ეთამაშება, რომლის კაპიტანი – ალექსის ემიიაკი, პარიზული გუნდის ფანკლუბის აქტიური წევრია:

,,თუ მბაპე შეეცდება ჩვენი კარის აღებას, მისი შეჩერება მომიწევს? შესაძლოა, ჩემს თავს ვუთხრა: ,,მოიცა, ის მალე ,,ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს.

უცნაური გრძნობაა მოედანზე გასვლა და იმ ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, რომლებსაც ტრიბუნებიდან მხარს უჭერდი. ამას ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. გავგიჟდი, როცა წილისყრის შედეგები ვნახე,” – EuroFoot-ი ციტირებს.

,,პსჟ-ის” დღევანდელი მეტოქე საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე დივიზიონში ასპარეზობს.

პსჟ-ის მომავალი მეტოქის კაპიტანი პარიზული გუნდის ფანკლუბის წევრია

სტატიის ავტორი
-