პსჟ ოლდ ტრაფორდზე 3 ლიდერის გარეშე ჩავიდა

რამდენიმე წუთის წინ, UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და საბოოლოდ გამოაცხადა, რომ ხვალინდელი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის “პსჟ”-ს 3 ლიდერი: ედისონ კავანი, მუნიე და ნეიმარი გამოაკლდა. ეს სამი ფეხბურთელი ინგლისში არ ჩაფრინდა.

12 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები აიღებს სტარტს. ერთ-ერთი საინტერესო მატჩი სწორედ ინგლისში, კერძოდ კი ოლდ ტრაფორზე გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “პსჟ”-ს უმასპინძლებს.

მეორე მატჩი კი რომში, კერძოდ კი სტადიო ოლიმპიკო სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი “რომა” “პორტუს” უმასპინძლებს.

პსჟ ოლდ ტრაფორდზე 3 ლიდერის გარეშე ჩავიდა

სტატიის ავტორი
-