,,პარი სენ ჟერმენს” ლეო მესისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუნდი არგენტინელს ახალ, 2-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ,,პსჟ-ში” იმედი აქვთ, რომ ლეო კარიერიას ფრანგულ კლუბში დაასრულებს.
პარიზელების მიზანია, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მალევე დაიწყონ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიონ, ხოლო მუნდიალის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება გააფორმონ.
მესის ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 35 წლის არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.