პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, გუნდის მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონით გაიზარდა

ლეო მესის ,,პარი სენ ჟერმენში” გადასვლის შემდეგ, გუნდის შემოსავალი მკვეთრად გაიზარდა. კლუბის მაისურების გაყიდვა გასულ წელთან შედარებით 40%-ითაა გაზრდილი, რაც 60 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2021-2022 წლების სეზონში პარიზელთა შემოსავალმა 700 მილიონ ევროს გადააჭარბა, რაც 2010-2011 წლების სეზონთან შედარებით, როცა გუნდი Qatar Sports Investments-მა შეიძინა, 7-ჯერ მეტია.

პსჟ-მ არგენტინელის მილიონამდე მაისური გაყიდა, რაც სულ გაყიდული მაისურების 60%-ია.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 11 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, გუნდის მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა 60 მილიონით გაიზარდა

სტატიის ავტორი
-