პსჟ-ში იმედი აქვთ, რომ ჰოლანდს 200 მილიონ ევროდ იყიდიან

პარასკევს ,,პარი სენ ჟერმენის” დირექტორი, ლეონარდო დორტმუნდის ,,ბორუსიას” თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტს, მინო რაიოლას შეხვდა.

გერმანული პრესის ცნობით, დორტმუნდელებს 21 წლის ფორვარდის გაშვება არ სურთ, თუმცა ნორვეგიელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომელიც მომავალ სეზონში ფეხბურთელის 75 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ითვალისწინებს.

,,პსჟ-ში” კი სჯერათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ,,დორტმუნდს” ჰოლანდის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს შესთავაზებენ, გუნდი მის გაყიდვას წელსვე დათანხმდება.

ჰოლანდი ,,ბორუსიაში” 2020 წლის იანვარში ,,ზალცბურგიდან” გადავიდა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა გერმანული კლუბის მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ერლინგს დორტმუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

პსჟ-ში იმედი აქვთ, რომ ჰოლანდს 200 მილიონ ევროდ იყიდიან

სტატიის ავტორი
-