რა თანხა დაკარგეს პრემიერ ლიგის კლუბებმა კორონავირუსის გამო?

ბრიტანეთში მიღებული შეზრუდვებისა და იზოლაციის მკაცრი წესების შედეგად, გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აეკრძალათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა პრემიერ ლიგის კლუბებს სოლიდური თანხა დააკარგვინა.

მხოლოდ მატჩებზე დასასწრები გასაყიდი ბილეთებიდან მისაღები შემოსავლის სახით, “მანჩესტერ სიტიმ” £23.9 მილიონი დაკარგა. მეორე ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიკავა – “წითელმა ეშმაკებმა” £17.7 მილიონი დაკარგეს. “ლივერპულის” ზარალმა £12.8 მილიონი შეადგინა.

რა თანხა დაკარგეს პრემიერ ლიგის კლუბებმა კორონავირუსის გამო? 1

  1. “მანჩესტერ სიტი” – £23.9 მილიონი
  2. “მანჩესტერ იუნაიტედი” – £17.7 მილიონი
  3. “ლივერპული” – £12.8 მილიონი
  4. “ტოტენჰემი” – £12.6 მილიონი
  5. “ნიუკასლი” – £12.1 მილიონი
  6. “არსენალი” – £12 მილიონი
  7. “ვესტ ჰემი” – £11.2 მილიონი
  8. “ევერტონი” – £9 მილიონი
  9. “ჩელსი” – £8.6 მილიონი
  10. “ასტონ ვილა” – £7 მილიონი
  11. “შეფილდი” – £6.2 მილიონი
  12. “ლესტერი” – £6.2 მილიონი
  13. “საუთჰემპტონი” – £6.1 მილიონი
  14. “ვულვზი” – £5.7 მილიონი
  15. “ბრაიტონი” – £5.6 მილიონი
  16. “ნორვიჩი” – £5.5 მილიონი
  17. “კრისტალ პალასი” – £5 მილიონი
  18. “უოტფორდი” – £4.4 მილიონი
  19. “ბარნლი” – £4 მილიონი
  20. “ბორნმუთი” – £2.2 მილიონი

რა თანხა დაკარგეს პრემიერ ლიგის კლუბებმა კორონავირუსის გამო?

სტატიის ავტორი
-