რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?!

უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ივან რაკიტიჩი მორიგ სკანდალში გაეხვა. “ბლაუგრანას” ხორვატმა ვარსკვლავმა, Instagram-ზე განთავსებული პოსტით კატალონიური გრანდის გულშემატკივრები გააღიზიანა.

განრისხებულმა ფანებმა რაკიტიჩის ტრანსფერი მოითხოვეს. გულშემატკივრების წყენის მიზეზი, Instagram-ზე განთავსებული პოსტი გახდა, რომელშიც რაკიტიჩმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გაიხსენა. რებიჩის, მოდრიჩისა და რაკიტიჩის გოლების წყალობით, ხორვატიამ არგენტინა 3:0 დაამარცხა – რაკიტიჩმა სწორედ აღნიშნული მატჩის ფოტოები და ვიდეო განათავსა. ერთ-ერთ ფოტოში რაკიტიჩის მიერ მოტყუებული ლეო მესი ჩანს – “ბარსელონას” ფანებმა რაკიტიჩის საქციელს აღმაშფოთებელი უწოდეს.

რაკიტიჩის ქმედებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრებმა ივარაუდეს, რომ ზაფხულში იგი “ბარსელონას” დაემშვიდობება.

რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?! 1

რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?! 2

რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?!

სტატიის ავტორი
-