რამოსი: ,,მესის თანაგუნდელობა ჩემთვის პრივილეგიაა”

,,პსჟ-ის” მცველმა, სერხიო რამოსმა, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მესის თანაგუნდელობა ჩემთვის პრივილეგიაა. მას ჩემი შექება არ სჭირდება, ლეო საკუთარ თავს კომპლიმენტებს თავისი თამაშით უკეთებს.

ყველამ იცის, ვინ არის ის. იმედი მაქვს, რომ მესი ასე თამაშს გააგრძელებს,” – რამოსის სიტყვებს Espn-ი ციტირებს.


მესი ,,პარი სენ ჟერმენში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რამდენიმე დღის წინ, ,,პსჟ-მა” საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ,,ნანტს” 4:0 მოუგო. მატჩში თითო-თითო გოლი მესიმაც და რამოსმაც გაიტანეს.

რამოსი: ,,მესის თანაგუნდელობა ჩემთვის პრივილეგიაა”

სტატიის ავტორი
-