რამოსი: ,,მესის წინააღმდეგ თამაშით რამდენიმე წელი ვიტანჯებოდი”

,,პარი სენ ჟერმენის” მცველმა, სერხიო რამოსმა, PSG TV-სთან ინტერვიუში, მის თანაგუნდელზე, ლეო მესიზე, ისაუბრა:

,,მესის წინააღმდეგ თამაშით რამდენიმე წლის განმავლობაში ვიტანჯებოდი. ახლა კი მისი თანაგუნდელობით სიამოვნებას ვიღებ.

ლეო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია,” – რამოსის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მესი და რამოსი ,,პარი სენ ჟერმენში” 2021 წლის ზაფხულში გადავიდნენ. მანამდე ფეხბურთელები, 17 სეზონის განმავლობაში, ლა ლიგაში, ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ.

ლიგა 1-ის 21 ტურის შემდეგ, ,,პსჟ” 51 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მარსელს” 5 ქულით უსწრებს.

რამოსი: ,,მესის წინააღმდეგ თამაშით რამდენიმე წელი ვიტანჯებოდი”

სტატიის ავტორი
-