რატომ დაემუქრა მაკელელე რონალდინიოს საავადმყოფოში გაშვებით?

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კლოდ მაკელელემ შორეულ წარსულში, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მატჩი გაიხსენა.

როგორც ჩანს, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი კატალონიელთა ბრაზილიელმა ჯადოქარმა, რონალდინიომ გააღიზიანა.

“ერთ-ერთ მომენტში რონალდინიოსთან მივედი და ვუთხარი: “ბავშვო, მირჩევნია, რომ მისაღები მანერებით მომატყუო, თუ ამას Playstation-ის ფინტებით განაგრძობ, აუცილებლად საავადმყოფოში გაგიშვებ.

რა თქვა შემდეგ რონალდინიომ? მან ბურთი მომცა და პატიება მთხოვა,” – თქვა მაკელელემ.

რატომ დაემუქრა მაკელელე რონალდინიოს საავადმყოფოში გაშვებით?

სტატიის ავტორი
-