რეალი, პსჟ და მილანი რუსულ კომპანიასთან აღარ ითანამშრომლებენ

მადრიდის “რეალმა”, “პსჟ”-მ და “მილანმა” რუსულ კომპანია Fonbet-თან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპულმა გრანდებმა სოლიდარობის ნიშნად მაშინვე მიიღეს, როდესაც რუსეთი თავს უკრაინას დაესხა.

გარდა ამისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის “აინტრახტმა” ანტი-ვირუსის მიმწოდებელ რუსულ კომპანია – “კასპერსკისთან” კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ევროპული სპორტული სამყაროდან თითქმის სრულად გაირიყა. აგრესორი ქვეყნის ნაკრებებს არაერთ ტურნირზე აუკრძალეს ასპარეზობა.

 

რეალი, პსჟ და მილანი რუსულ კომპანიასთან აღარ ითანამშრომლებენ

სტატიის ავტორი
-