რეიმსთან მატჩს მესი და მბაპე გამოტოვებენ

ხვალ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში ,,პსჟ” ,,რეიმსს” ესტუმრება.

პარიზული გუნდის განაცხადში ლეო მესი და კილიან მბაპე ვერ მოხვდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, მესის კუნთი აწუხებს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის. არგენტინელის ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ინფორმაცია კვირას გავრცელდება.

რაც შეეხება მბაპეს, კილიანი გულის პრობლემებთან დაკავშირებით გამოჯანმრთელების პროცესს გადის.

მესი და მბაპე ოთხშაბათს ,,ბენფიკასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ,,პსჟ-ის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ლეომ მოედანი 81-ე წუთზე დატოვა, კილიანმა კი მატჩი სრულად ჩაატარა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 9 ტურის შემდეგ ,,პარი სენ ჟერმენს” 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

რეიმსთან მატჩს მესი და მბაპე გამოტოვებენ

სტატიის ავტორი
-