რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი რეკორდი დაამყარა

პოლონელი ფეხბურთელი საოცარ სეზონს ატარებს.

მიუნხენის “ბაიერნი” ამ წუთებში ლევერკუზენის “ბაიერს” ეთამაშება და 1:4 ამარცხებს. შეხვედრის 65-ე წუთზე, მიუნხენელებიდან, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ეს გოლი მიმდინარე სეზონში პოლონელისთვის რიგით 44-ე აღმოჩნდა, რაც მისთვის აბსოლიტური რეკორდია.

აქამდე ერთ კალენდარულ სეზონში რობერტს ამდენი გოლი არასდროს გაუტანია. მისი ნებისმიერი მომდევნო გოლიც რეკორდის გაუმჯობესება იქნება.

რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-