როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე?

საფეხბურთო კლუბი “აიაქსი” 1900 წლის 18 მარტს ფლორის სტემპელმა დაარსა, შესაბამისად ეს თარიღი ამ კლუბის “საიუბილეო” დღედ მიიჩნევა.

თავდაპირველად “აიაქსის” ლოგო სრულიად განსხვავებული გახლდათ, ვიდრე ის დღესაა.

 

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე? 1

 

ამ ლოგოს “აიაქსი” 11 წლის განმავლობაში ატარებდა (1900-1911).

1911 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ ლოგოს შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საქმე მცირედ ცვლილებასთან, უფრო მეტად კი განახლებასთან გვქონდა.

 

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე? 2

 

ამ ლოგოთი ამსტერდამული კლუბი 1928 წლამდე ასპარეზობდა, თუმცა სწორედ ამ წლის შემდეგ, მის დიზაინში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა.

 

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე? 3

 

სწორედ ამ ლოგოთი ასპარეზობდნენ “აიაქსის” ფეხბურთელები მაშინ, როდესაც გუნდს “ოქროს ხანა” ედგა. ლოგოზე გამოსახულია მითოლოგიური გმირი, ტროას ომის მონაწილე და აქილევსის ბიძაშვილი – სახელად აიაქსი.

1991 წლიდან დღემდე კი ჰოლანდიური კლუბის ლოგო უცვლელია:

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე? 4

როგორ იცვლებოდა აიაქსის ლოგო და ვინ არის გამოსახული მასზე?

სტატიის ავტორი
-