როგორია ლუის სუარესის პირველი დღე ატლეტიკოში გადასვლის შემდეგ

25 სექტემბერი – პირველი დღე, რომელსაც ლუის სუარესი მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელის სტატუსით ატარებს.

ოთხშაბათს, 23 სექტემბერს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ სუარესი “ბარსელონას” ტოვებდა. ურუგვაელი გუნდს ხუთშაბათს გამოემშვიდობა, მომდევნო დღეს კი მადრიდისკენ აიღო გეზი.

სუარესი ესპანეთის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა და ნავარას კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

როგორია ლუის სუარესის პირველი დღე ატლეტიკოში გადასვლის შემდეგ 1


ამის შემდეგ, სუარესი “როხიბლანკოს” სავარჯიშო მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც მას “ატლეტიკოს” ახალ წევრად წარადგენენ. იქვე შეხვდება ის თავის ახალ თანაგუნდელებს.

აღსანიშნავია რომ სუარესი გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, ჯერჯერობით ვერ შეხვდება – კორონავირუსით დაინფიცირების გამო, “ჩოლო” კარანტინშია გადაყვანილი.

“ატლეტიკო” კვირას თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილ მეტოქეს, “გრანადას” დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით, სუარესის დებიუტი, ახალი გუნდის მაისურით, სწორედ ამ მატჩში შედგება.

ასევე იხილეთ: მესის წერილი სუარესს: “გუნდიდან გაგდებას არ იმსახურებდი”

როგორია ლუის სუარესის პირველი დღე ატლეტიკოში გადასვლის შემდეგ

სტატიის ავტორი
-