რომარიო: ,,მე თუ მესი? მე ჩემს პოზიციაზე ვარ საუკეთესო, ის კი თავისზე”

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომარიოს, ESPN-თან ინტერვიუში, მისი დროის ,,ბარსელონასა” და გვარდიოლას ,,ბარსელონას” მოთამაშეების შედარება სთხოვეს.

კითხვაზე თუ ვინ არის საუკეთესო მასსა და მესის შორის, რომარიომ ასე უპასუხა:

,,რომარიო თუ მესი? რომარიო… ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ… მის პოზიციაზე ის არის საუკეთესო, ჩემს პოზიციაზე კი – მე.”

რომარიო ,,ბარსელონაში” 1993-1995 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა ,,ბლაუგრანასთან” ერთად 1994 წელს ლა ლიგა მოიგო.

რომარიო: ,,მე თუ მესი? მე ჩემს პოზიციაზე ვარ საუკეთესო, ის კი თავისზე”

სტატიის ავტორი
-