იტალიური “რომას” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “რეალის” წინააღმდეგ ხავიერ პასტორე და დანიელე დე როსი ვერ ითამაშებენ.
უკანასკნელ მატჩში “რომამ” იტალიური “უდინეზე” ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ხოლო მადრიდელებმა კი “ეიბართან” მოულოდნელად 0:3 წააგეს.
საინტერესო ფაქტები
- ბოლო 3 მატჩში, რომა რეალთან გოლის გატანის გარეშე დამარცხდა;
- რეალმა გასვლაზე რომას ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მატჩი მოუგო. რომაელებმა მადრიდელების დამარცხება უკანასკნელად 2008 წლის თებერვალში შეძლეს;
- უკანასკნელი მატჩი, როდესაც რომამ რეალთან კარი მშრალად შეინახა, 2002 წლის ოქტომბერში ჩატარდა.