რონალდუ: “მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ”

კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვიან. არაერთი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია – თუმცა საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუა საუკეთესო.

როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ორივე მათგანმა არაერთი ტიტული მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ და მესიმ 5-5-ჯერ შეძლეს ოქროს ბურთის მოპოვება. კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ იგი მესიზე უკეთესი ფეხბურთელია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სხვადასხვა კლუბების მაისურით შეძლო წარმატების მიღწევა. “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი” და ახლა უკვე “იუვენტუსი” – ეს იმ ევროპული გრანდების ჩამონათვალია, რომელთა შემადგენლობაშიც რონალდუმ გაიბრწყინა.

“ჩვენს შორის ის განსხვავებაა, რომ მე სხვადასხვა კლუბებში შევძელი წარმატების მიღწევა. სხვადასხვა კლუბის მაისურით გავხდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ზედიზედ 6 წელი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ვიყავი. უამრავი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ხუთჯერ მოგება შეძლო. საკუთარ თავს ამ ტურნირთან ვაიგივებ”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ.

რონალდუ: “მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ”

სტატიის ავტორი
-