ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებენ იმ მიზეზით, რომ მოედანზე ბევრს არ იხარჯება და სრული მონდომებით არ თამაშობს. ამ ყველაფერმა გულშემატკივრებში უნდობლობა გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ ბარკლი ზარმაცი ფეხბურთელია.
სულ ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ფეხბურთელმა, საკუთარ სოციალურ ქსელში ატვირთა სურათი, სადაც ჩანს, რომ მან 16 წუთში და 11 წამში 5 კილომეტრი ირბინა.
Ross Barkley’s 5k! 🤯 pic.twitter.com/KtoKS42Vx1
— Chelsea FC – #StayHomeSaveLives (@ChelseaFC) April 16, 2020
ამით ბარკლიმ ყველას ანახა თუ რა შეუძლია და როგორი ათლეტურია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “ევერტონის” ყოფილ ფეხბურთელს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული.