ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტი” “ლიდსს” დაუპირისპირდა. “ეტიჰადზე” გამართულ უხვგოლიან მატჩში, “მანჩესტერ სიტიმ” მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა.
“ქალაქელებმა” მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები მთელს მოედანზე დომინირებდნენ და მატჩი ლოგკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, რუბენ დიაშმა დაცვის საკმაოდ უხერხულ ხერხს მიმართა. “ლიდსის” შეტევის დროს, დიაში საჯარიმოში დაწვა და ასე შეეცადა შეტევის ჩაშლას. პორტუგალიელი მცველის უჩვეულო ქმედება, ოპერატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.
Ruben Dias – The Art of Defending pic.twitter.com/79syOsM110
— Dan (@GoldenBaldieSzn) December 14, 2021
აღსანიშნავია, რომ “ლიდსს” საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. “ჩელსისთან” და “მანჩესტერ სიტისთან” განცდილი მარცხების შემდეგ, მარსელო ბიელსას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ორ ტურში, “არსენალსა” და “ლივერპულს” დაუპირისპირდება.