რუბინის თავდამსხმელი ხვიჩაზე – ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს”

ყაზანის ,,რუბინის” თავდამსხმელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა, სოციალურ ქსელში თანაგუნდელთან – ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, რომელზეც დააწერა: ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს.”

გუშინ ,,რუბინმა” ამხანაგურ შეხვედრაში ,,სოჭი” 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე სწორედ კვარაცხელიამ გაიტანა და თამაშის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

რუბინის თავდამსხმელი ხვიჩაზე - ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს'' 1


ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი ევროპული გუნდი ინტერესდება. ხვიჩამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

რუბინის თავდამსხმელი ხვიჩაზე – ,,საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც მინახავს”

სტატიის ავტორი
-