რუსმა პოლიტიკოსმა ქართული გუნდების დასჯაზე მორიგი განცხადება გააკეთა

რუსი პოლიტიკოსი, იგორ ლებედევი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ანტისაოკუპაციო ჟესტის გამო ქართული გუნდების დასჯას ითხოვდა, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ რუსების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ფეხბურთის მმართველ ორგანოში თქვეს, რომ ისინი მხოლოდ თავიანთი ეგიდით ჩატარებულ მატჩებს იძიებენ.

“ქართული გუნდების საქციელი ყველანაირ წესებს არღვევს. UEFA-მ გვითხრა, რომ საქართველოს შიდა ჩემპიონატში გამართულ თამაშებთან კავშირი არ აქვთ, თუმცა, ნათელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არავის დასჯის. ვინ იცის, შესაძლოა, გუნდების ეს გადაწყვეტილება მოსწონთ კიდეც,” – თქვა რუსმა პოლოტიკოსმა.

ლევან კობიაშვილმა ქართველ ფეხბურთელებსა და გუნდებს ოკუპაციის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა მართლაც გადაუხადა და მათი მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა.

რუსმა პოლიტიკოსმა ქართული გუნდების დასჯაზე მორიგი განცხადება გააკეთა

სტატიის ავტორი
-