სახალისო ფაქტი – აიაქსს ჰალერის ევროპა ლიგის განაცხადში შეყვანა დაავიწყდა

2021 წლის 8 იანვარს “აიაქსმა” კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი განახორციელა. მათ სებასტიან ჰალერი “ვესტ ჰემიდან”  €22.5 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს. დღეს კი “აიაქსმა” ევროპა ლიგის 1/16 ფინალისთვის UEFA-ს განაცხადი გადაუგზავნა, სადაც ჰალერი ვერ მოხვდა.

მიზეზი კი ძალიან სახალისოა, მათ ახლადშეძენილი ფრანგი ფორვარდის, სებასტიან ჰალერის განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ.

სებასტიან ჰალერმა ნიდერლანდურ კლუბში 5 თამაში ითამაშა და 2 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ “აიაქსი” ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ფრანგულ “ლილს” დაუპირისპირდება.

სახალისო ფაქტი – აიაქსს ჰალერის ევროპა ლიგის განაცხადში შეყვანა დაავიწყდა

სტატიის ავტორი
-