ინტერთან გამართული მატჩი პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა

მილანის “ინტერთან” გამართული მატჩი “ბარსელონას” ცენტრალური მცველის, ხერარ პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა – კატალონიელთა ფეხბურთელმა “ბარსას” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.

პიკეს დებიუტი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 2004 წლის 8 დეკემბერს შედგა – მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში თამაშობდა და მისი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ.

ინტერთან გამართული მატჩი პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა 1

17 წლის პიკეს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული არ გამოდგა – გუნდი “ფენერბახჩესთან” ანგარიშით 3:0 დამარცხდა, თავად პიკე კი რამდენიმე წელიწადში ჯერ “სარაგოსაში” (იჯარით), ხოლო შემდეგ კი “ბარსელონაში” გამოჩნდა, საიდანაც მისი აღმასვლა დაიწყო.

ბარსელონას შემადგენლობაში პიკეს 462 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 40 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. კატალონიელთა შემადგენლობაში მან ჩემპიონთა ლიგის მოგება 3-ჯერ შეძლო. “ჩემპიონთა ლიგამ ჩემს ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტები შესძინა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მომენტს, როდესაც ერიკ აბიდალმა უემბლიზე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა”, აღნიშნა პიკემ.

ინტერთან გამართული მატჩი პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა

სტატიის ავტორი
-