ლეროი სანემ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

მიუნხენის ,,ბაიერნის” შემტევმა, ლეროი სანემ, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მოგების მთავარ კანდიდატებზე ისაუბრა:

,,ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესია წვრილმანი დეტალები და ის თუ როგორ ფორმაში იქნება გუნდი თამაშის დღეს. ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან ეს ტიტული ჯერ კიდევ არ მომიგია.

რაც შეეხება ფავორიტებს, მიმაჩნია, რომ ბაიერნი მანჩესტერ სიტისთან, ლივერპულთან და ჩელსისთან ერთად ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს,” – სანეს სიტყვებს Bild-ი ციტირებს.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ,,ბაიერნმა” უდანაკარგოდ, 18 ქულით დაასრულა. მერვედფინალში ,,რეკორდმაისტერის” მეტოქე ,,ზალცბურგი” იქნება.

 

ლეროი სანემ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები დაასახელა

სტატიის ავტორი
-