ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ჩელსისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შორის ლონდონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, კაი ჰავერცმა გაიტანა, რომელმაც მეისონ მაუნტის გადაცემით ისარგებლა. მეორე ნახევარში გვარდიოლას გუნდი უპირატესობას ფლობდა, თუმცა ,,ქალაქელებმა” მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს. შედეგად, ,,არისტოკრატებმა” ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს – აქამდე ტურნირი ,,ჩელსის” ტრიუმფით […]