ევროპის სუპერ ლიგას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ახალ იდეას აკრიტიკებენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ყოფილი ფეხბურთელები და საფეხბურთო საქმიანობაში ამჟამად აქტიურად ჩართული ადამიანებიც კი. ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ახალი პროექტის ინიციატორია და ამ იდეას თავგამოდებითაც იცავს, “ლივერპულია“. მერსისაიდული კლუბის მიმართ პროტესტი მათმა ქომაგებმაც გამოხატეს, “ენფილდის” გარშემო გაკრულ დამამცირებელ ბანერებს, რომელიც მათი საყვარელი კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ ფულის მომატებული […]