ევროპა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირის 8 საუკეთესო გუნდი 2 გერმანული, 2 პორტუგალიური, და თითო-თითო ინგლისური, ესპანური, ფრანგული, შოტლანდიური და იტალიური გუნდი მოხვდა.

საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ლაიფციგი” – “ატალანტა”

ფრანქფურტის “აინტრახტი” – “ბარსელონა”

“ვესტ ჰემი” – “ლიონი”

“ბრაგა” – “რეინჯერსი”

მეოთხედფინალური ეტაპის საწყისი შეხვედრები 7, ხოლო საპასუხო მატჩები 14 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 28 აპრილს, ხოლო საპასუხო 5 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

“ლაიფციგი” – “ატალანტას” და “ბრაგა” – “რეინჯერსის” წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო “ვესტ ჰემი” – “ლიონის” და  ფრანქფურტის “აინტრახტი” – “ბარსელონას” წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-