როგორც ESPN იტყობინება, ერიკ ტენ ჰაგმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კლუბში აღარ უნდა ითამაშოს. ორშაბათს ტენ ჰაგმა თავმჯდომარე ჯოელ გლეიზერთან, აღმასრულებელ დირექტორთან რიჩარდ არნოლდთან, საფეხბურთო დირექტორთან ჯონ მურტოუსთან შეხვედრა გამართა და პირს მორგანთან მიცემული ინტერვიუ განიხილეს. “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ რონალდუმ ძალიან შორს შეტოპა. თუმცა, ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ფორმაში მყოფ და […]