სამირ ნასრიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

ნასრის თქმით, მის გადაწყვეტილებაზე 2018 წელს დოპინგის გამოყენების გამო მიღებულმა 18-თვიანმა დისკვალიფიკაციამ იმოქმედა, რამაც ფეხბურთისადმი მისი დამოკიდებულება შეცვალა.

ფრანგის ბოლო გუნდი ,,ანდერლეხტი” იყო, სადაც 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ნასრი სხვადასხვა დროს ,,მარსელში”, ,,არსენალში”, ,,მანჩესტერ სიტიში”, ,,სევილიაში”, ,,ანტალიასპორსა” და ,,ვესტ ჰემში” თამაშობდა.

ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა.


 

სამირ ნასრიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-